კითხვა: რომელ რიცხვში უნდა გადავიხადოთ ინტერნეტის საფასური?
პასუხი: თუ გადაიხადეთ 1 თვის საფასური და ინტერნეტით სარგებლობა დავიწყეთ 1 იანვარს, მაშინ სერვისი გექნებათ 31 იანვრის ჩათვლით;
თუ არ გინდათ, რომ ინტერნეტის მოწოდება შეგიწყდეთ, მაშინ მომდევნო თვის საფასური უნდა გადაიხადოთ არა უგვიანეს 31 იანვარისა და სერვისი გაგიგრძელდებათ, 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით;
თუ გსურთ, რომ ინტერნეტით სარგებლობა შემდგომშიც გაგარძელოთ უწყვეტად, მაშინ მომდევნო გადახდები უნდა განახორციელოთ არა უგვიანეს 28 თებერვლისა, 31 მარტისა, 30 აპრილისა და ა.შ.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, გადახდა მოგიწევთ არა უგვიანეს ყოველი თვის ბოლო რიცხვისა და ეს რიცხვები ერთმანეთისგან იქნებიან განსხვავებულები, თებერვალში 28 ან 29 რიცხვში, ხოლო დანარჩენ თვეებში 30 ან 31 რიცხვში.
რადგან იანვარში გადაიხადეთ 31 რიცხვში, ხოლო თებერვალში 28 რიცხვში, ცხადია ეს არ ნიშნავს რომ
3 დღე დაგაკლდათ, ხოლო როდესაც მომდევნო თვეს ანუ მარტში გადაიხადეთ 31 რიცხვში, არც ეს ნიშნავს, რომ
3 დღე მოგემატათ.
გადახდის რიცხვის ცვლილება ხან ერთი და ხან მეორე მიმართულებით გამოიწვია იმან, რომ მოქმედი კალენდრით სხვადასხვა თვეები განსხვავებული რაოდენობის დღეს შეიცავენ და თუ თქვენ 1 წლის განმავლობაში გააგრძელებთ დროულად ანუ აღნიშნული გრაფიკით გადახდას, ინტერნეტი მოგეწოდებათ უწყვეტად, ზუსტად 1 წლით, არც მეტით და არც ნაკლებით.
ქვემოთ მოცემული ცხრილი N1 საშუალებას გვაძლევს, ყურადღება გავამახვილოთ შემდეგზე:
ვინაიდან ინტერნეტის ყოველთვიური საფასური დადგენილია, ხოლო თვეებში სხვადასხვა რაოდენობის დღეებია, გამოდის რომ ერთი და იგივე თანხით, განსხვავებული რაოდენობის დღით მოგვეწოდება ინტერნეტი, მაგალითად იანვარში 31 დღე, ხოლო თებერვალში 28 დღე (ნაკიანი წელიწადის გარდა), რაც იმას ნიშნავს, რომ 30 ლარიანი სერვისის შემთხვევაში, იანვარში ყოველი დღე დაგვიჯდება 97 თეთრი ხოლო თებერვალი 1 ლარი და 7 თეთრი.
ცხრილი N1
გადახდა
|
თვე
|
სერვისის დაწყების რიცხვი
|
სერვისის დამთავრების რიცხვი
|
სერვისის ხანგრძლივობა, დღე
|
1 დღის საფასური, ლარი
|
სერვისის ჯამური საფასური, ლარი
|
I
|
იანვარი
|
1
|
31
|
31
|
0.97
|
30.00
|
II
|
თებერვალი
|
1
|
28
|
28
|
1.07
|
30.00
|
ჯამი
|
59
|
|
60.00
|
ახლა კი განვიხილოთ მეორე მაგალითი (ცხრილი N2), როდესაც ინტერნეტით სარგებლობა დაიწყეთ არა 1 რიცხვიდან, არამედ შუა თვიდან, მაგალითად 17 იანვრიდან.
წინა მაგალითში. როდესაც ინტერნეტით სარგებლობა დაიწყეთ 1 რიცხვში, სერვისის ვადა გვეწურებოდა თვის ბოლო დღეს, რომელიც იყო 28, 29, 30 ან 31 რიცხვი ანუ ერთმანეთისგან განსხვავებული.
მეორე შემთხვევაშიც ზუსტად ანალოგიური ვითარება გვექნება და გადახდა მოგიწევთ განსხვავებულ რიცხვებში. 17 იანვარს გადახდილი 30 ლარი გეყოფათ 29 დღე (15 დღე იანვრის ბოლომდე + 14 დღე თებერვალში), ხოლო მომდევნო 30 ლარი 30 დღე (14 დღე თებერვლის ბოლომდე + 16 დღე მარტში).
ყურადღება გაამახვილეთ, რომ როდესაც 1 იანვარს დაიწყეთ ინტერნეტით სარგებლობა, მაშინ ორი თვის გადახდილი საფასური - 60 ლარი გეყოთ ზუსტად 2 თვე, რომელმაც შეადგინა 59 დღე (31 დღე იანვარში და 28 დღე თებერვალში).
ხოლო როდესაც ინტერნეტით სარგებლობა დაიწყეთ 17 იანვარს, მაშინ ორი თვის საფასური - 60 ლარი ისევ გეყოთ ზუსტად 2 თვე, რომელმაც შეადგინა ისევ 59 დღე (15 დღე იანვარში, 28 დღე თებერვალში და 16 დღე მარტში).
ცხრილი N2
გადახდა
|
თვე
|
სერვისის დაწყების რიცხვი
|
სერვისის დამთავრების რიცხვი
|
სერვისის ხანგრძლივობა, დღე
|
1 დღის საფასური, ლარი
|
სერვისის ჯამური საფასური, ლარი
|
I
|
იანვარი
|
17
|
31
|
15
|
0.97
|
14.52
|
თებერვალი
|
1
|
14
|
14
|
1.07
|
15.00
|
II
|
თებერვალი
|
15
|
28
|
14
|
1.07
|
15.00
|
მარტი
|
1
|
16
|
16
|
0.97
|
15.48
|
ჯამი
|
59
|
|
60.00
|
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ორივე შემთხვევაში სრულად ისარგებლეთ თებერვლის თვით ანუ 28 დღით და კიდევ 31 დღით, ოღონდ პირველ შემთხვევაში ეს იყო იანვარი, რომელიც 31 დღეს შეიცავს, ხოლო მეორე შემთხვევაში ნაწილი იანვარი და ნაწილი მარტი, რომელიც ასევე 31 დღეს შეიცავს.
ყოველი თვე რომ ერთი და იგივე ოდენობის დღისგან შედგებოდეს, მაგალითად 30-ის, მაშინ ინტერნეტით უწყვეტად სარგებლობის შემთხვევაში ყოველი გადახდა ერთი და იგივე რიცხვში მოგიწევდათ.
მაგრამ, არსებული კალენდარის პირობებში ყოველი თვე 30 დღედ რომ ვიანგარიშოთ, მაშინ გადახდის რიცხვები კიდევ უფრო მეტად შეიცვლება და რაც მთავარია, ინტერნეტით უწყვეტად სარგებლობის შემთხვევაში, წელიწადში 5 ან 6 დღე დაგაკლდებათ, რადგან წელიწადი შეიცავს 365 ან 366 დღეს, ხოლო 12-ჯერ 30 დღე მხოლოდ 360 დღეა.